• ბაღი

    ამბავი ფესვის ფორმირებაზე

    ჩემთვის გასაკვირი იყო, რომ ფესვის ფორმირება ხისთვის ისეთივე სამუდამოა, როგორც ჩვენი სხეულის. კი, მოჭრილი ფესვის რეგენერაცია შეუძლია, მაგრამ რომელი ფესვიც აქვს, ის გაზრდისას ფორმას აღარ იცვლის.  მინდა დავწერო ფესვის მარტივ თავისებურებაზე, რომელიც ძალიან მომეხმარა ჩითილების და ნერგების კონტეინერის შერჩევაში. ზოგჯერ ერთი ნახვრეტითაც კი შეიძლება მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, როცა სწორ ადგილას დავსვამთ. ორი მომენტია: ფესვის ნაწილი ჰაერთან დიდი ხნით კონტაქტისას შრება, ხმება და აღარ აგრძელებს ზრდას იმ ადგილიდან. სანაცვლოდ გვერდიდან იზრდება ახალი ფესვები. დახურულ კონტეინერში ფესვი კედლებს და ღარებს მიჰყვება ქვევით. როცა, ბოლომდე ჩავა, ძირის კუთხეებს გაჰყვება და გარშემო დახვევას დაიწყებს. დახვევა ბევრი მიზეზით არის ცუდი. მიწის ადგილი აღარ არის, ვერ ითვისებს ვერაფერს, წყალს ვეღარ იჭერს. თუ მრავალწლიან მცენარესთან გვაქვს საქმე, დახვეული…

  • ბაღი

    პირველი პომიდვრის ამბავი

    შარშან, როცა მაისის ბოლოს ქალაქი გაიხსნა, ვიფიქრეთ რომ ჯერ კიდევ იყო რაიმე ექსპერიმენტის შანსი. გაურკვეველი წარმოშობის რამდენიმე ჩითილი ვიყიდეთ საჩქაროდ და ბაღში წავიღეთ.  25 მაისი ჩვენი პირველი დიდი შეცდომა მოუმზადებელი ნიადაგი იყო. არც მულჩი გვქონდა. ბაღის ნაწილი დახნული დაგვხვდა. ძალიან პატარა ჩითილები გადამხმარ ბელტებში ჩავსვით და გარშემო ახლად დაქუცმაცებული ტოტები მოვაყარეთ. ეს უკვე მეორე და მესამე შეცდომა. მერე კი მივატოვეთ რამდენიმე დღით. რომლებიც ბალახიან მიწაში ჩავსვით, არც ისინი დაგვიხვდა ცოცხალი. ყველაფერთან ერთად ჩითილებს მახრამაც გაავლო მუსრი.  4 ივნისი მერე კი შევთანხმდით სიჩქარე არაფერს გვიშველიდა და ნიადაგის მომზადება დავიწყეთ. აწეული კვალი გავაკეთეთ, რომლის ძირში ძველი ხმელი ტოტები ჩავყარეთ, ზევიდან სარეველას ნასხლავები, შემდეგ მიწა, თავზე ცოტა ნაკელის კომპოსტი, რომელიც ბაღში დაგვხვდა და…

  • სამზარეულო

    ამბავი პურის დედის დაბადებაზე

    პურის ცხობა თავიდან ალბათ გეგის გამო დავიწყე. პატარაობიდან უყვარს, არადა ჩემთვის თეთრი პური და შაქარი საწამლავის ტოლფასია. ვიცი, ბოლომდე ვერ ავიცილებ, მაგრამ ძიებას კი შევუდექი გაუმჯობესებისთვის და გზად ბევრჯერ გავოცდი. თურმე სხვადასხვა ჯიშის ხორბალს განსხვავებული გემო და არომატი აქვს. თურმე მსოფლიოში ცნობილი 27 სახეობიდან 14 საქართველოში გვხვდება (5 მათგანი საქართველოს ენდემია). და ზოგადად, საქართველოში წარმოდგენილიაო ხორბლის გვარში არსებული ყველა გენომი. თურმე ქართული უძველესი ჯიშები მდგრადია სხვადასხვა დაავადების მიმართ და ქიმიური სასუქით და ფუნგიციდით ავსება არ სჭირდება, როგორც თანამედროვე გამოყვანილ ხორბალს. თურმე ზოგ ბიო ფერმერს და ასოციაციას უკვე გაშენებული აქვს ძველი სახეობები და მათ გადარჩენას ცდილობს. უცხოურ საიტებზეც კი გადავაწყდი წითელი დოლის და ზანდურის თესლს, რადგან მათაც მოსწონთ “საუცხოო გემო და…

  • ბაღი

    სად წავიდა მინერალები ჩვენი ბოსტნეულიდან?

    მინერალური წყლების ქვეყანაში არ გაგვიკვირდება, რომ წყლის სომალიეც არსებობს 🙂 წყლების გემოთი განსხვავება დიდწილად მინერალების დამსახურებაა. ანალოგიურად არის ხილ-ბოსტნეულშიც. ხშირად მსმენია, საკვებს ისეთი გემო აღარ აქვსო, როგორც ადრე. ან კიდევ დიდი ბაბუის ერთი ფორთოხალი დღეს რვა ცალის ტოლფასიაო. დავკარგეთო ნიადაგებიდან მინერალები. ამის მეცნიერული დასაბუთება მაინცდამაინც ვერ ვნახე, კვლევაც ძნელია. ხშირად მიზეზი კომერციული სელექციაა, სადაც გემოვნური თვისებები გამძლეობაზე და რაოდენობაზე ქვევით დგას ან კიდევ ნახშირორჟანგის მატება ატმოსფეროში. თანაც ზოგიერთ ხილ-ბოსტნეულს ადრე კრეფენ, რომ მაღაზიამდე მიაღწიოს. მაგალითად, პომიდორი ან მსხალი მოწყვეტის შემდეგაც აგრძელებს ეთილენის გამოყოფას, რომელიც არბილებს და ფერს უცვლის, ამწიფებს მათ, მაგრამ სხვა ნივთიერებებს ვერ უმატებს. მცენარეზე დამწიფებული შედარებით გემრიელი უნდა გამოვიდეს თეორიულად. თუმცა, არის რაღაც რაც ნამდვილად იკარგება – ჩვენი…

  • ბაღი,  სამზარეულო

    როგორ ვამუშავებთ სამზარეულოს ნარჩენებს

    ყოველთვის მენანებოდა სამზარეულოს ნარჩენების გადაყრა, მით უმეტეს თუ ნატურალური პროდუქტისგან იყო. რატომ უნდა დალპეს სადმე შეფუთული, როცა შეიძლება მიწა გაამდიდროს. ერთი დიდი პრობლემაა: გაცილებით ნელა იშლება, ვიდრე ვაგროვებ. ბოლო პერიოდში რამდენიმენაირად ვცადეთ კომპოსტის გაკეთება. კომპოსტირების მთავარი პრინციპი აზოტისა (ნედლი პროდუქტები) და ნახშირბადის (მიწა, ხმელი მასალა, ა.შ) ბალანსის დაცვაა. თუ აზოტი ძალიან აღემატება, ლპობის საშიშროება იზრდება. თუ ნახშირბადია მეტი, დრო ძალიან იწელება. ასევე ჰაერი კარგად უნდა უვლიდეს, დრო და დრო შეიძლება ამოერიოს ამ მიზნით. ეზოში ასეთი კომპოსტის გაკეთება შედარებით მარტივია, ვიდრე აივანზე. ჩვენ ბოლოს უზარმაზარი ქოთანი დავხვრიტეთ და ის დავდგით, მაგრამ ვერასდროს დავიცავი ბალანსი. აღმოჩნდა, რომ 60 ლიტრიან საკომპოსტეს კინაღამ ორ კვირაში ვავსებ და შემდეგ რამდენიმე თვე სჭირდება მის დაშლას. თანაც…

  • ბაღი

    პერმაკულტურა და სხვა თავგადასავლები

    ბოლო პერიოდში იმდენი ექსპერიმენტი ჩავატარეთ, რომ ამის გაუზიარებლობა არ იქნება 🙂 დღიურს სული ჩავბეროთ ამ პოსტით და ერთად ვნახოთ რა გამოვა. აქ შეიძლება შეგხვდეთ სხვადასხვა ყოველდღიური და საოჯახო ამბავი, როგორიცაა ძველებური პურის ცხობა, საკვების ფერმენტაცია, სახლის აშენება და გემრიელი ხილ-ბოსტნეულის გაზრდა მოურწყველად, უწამლოდ, მიწის დამუშავების გარეშე. ბავშვობიდან მომყვება ოცნება, რომ მქონდეს ჩემი სოფელი და ბაღი. საბედნიეროდ, მე და გიოს ეს ნატვრა საერთო აღმოგვაჩნდა და ბოლოსდაბოლოს წელს ავისრულეთ. ზუსტად ვირუსის დადგომამდე და გეგმების გადავადებამდე. მაშ, თავგადასავალი იწყება მიწის პატარა ნაკვეთზე, სადაც წინა მფლობელისგან გვერგო დიდი ძველი კაკლის ხე, პაწია თუთა და ატამი, ძველი მიუწვდომელი ალიბუხარი, რამდენიმე აკაცია, ბევრი ეკლიანი სარეველა, ყოველწლიურად დამუშავებული, საშუალოდ შეწამლული ნიადაგი, მოშიშვლებული და უბალახო, სავსე მახრათი, რომელსაც ყოველ…